უმცროსი სესხის ოფიცერი კახეთის რეგიონში

ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი, წნორი სრული განაკვეთი კრედო ბანკი
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

სავაკანსიო განცხადება:

დამსაქმებელი: სს „კრედო ბანკი“

თანამდებობა: უმცროსი სესხის ოფიცერი

სამუშაო ადგილი: საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ყვარელი, წნორი,

დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ახმეტა

კრედო ბანკი წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოგენილია 72 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის
  • სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
  • კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნვეყოფა;
  • სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცერის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
  • გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
  • მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში;

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინიციატივის მქონე;
  • ყურადღებიანი;

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი, გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება, მაგალითად: „ უმცროსი სესხის ოფიცრი ახმეტაში“

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი