გამსვლელი მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი ლიბერთი ბანკი
ენები: რუსული
საბანკო: მოლარე (საბანკო)

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას გამსვლელი მოლარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რეგიონი.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • საბანკო ოპერაციების შესრულებამდე/მომსახურების გაწევამდე განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია და დარწმუნდეს მის ქმედუნარიანობაში;

  • პირადობის დამადასტურებელ საბუთში აღნიშნული სახელის და გვარის შესაბამისობა საბანკო ბარათზე დატანილ დასახელებასთან. შეუსაბამობის შემთხვევაში არ მოახდინოს კლიენტის მომსახურება/თანხის გაცემა.

  • ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

  • ყველა იმ საბანკო ოპერაციის შესრულება, რომელიც აღნიშნული პოზიციისთვის დაშვებულია ბანკში არსებული პროცედურებით;
  • განახორციელოს სოციალური სარგოს მიმღებ ბენეფიციართა საცხოვრებელ მისამართზე მომსახურება პროცედურით დადგენილი წესების დაცვით;

  • სოციალური სარგოს გაცემა/თანხის განაღდება განახორციელოს პოს ტერმინალის საშუალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

  • ქართული და რუსული (სასურველია) ენების ცოდნა.

უნარები:

  • ორგანიზებულობა;

  • პასუხისმგებლობა;

  • პუნქტუალურობა;

  • კომუნიკაბელურობა;

  • ენერგიულობა;

  • თავაზიანობა;

  • მუდმივი მზაობა დახმარებისათვის;

  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 4 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.