ტენდერი სამშენებლო/სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე თბილისსა და თელავში

თბილისი, თელავი ავერსის კლინიკა
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი

შპს “ავერსის კლინიკა” აცხადებს ტენდერს სამშენებლო/სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე, წინამდებარე განცხადებაზე თანდართული ნახაზების/პროექტის შესაბამისად. სამუშაოების შესრულების ადგილია:

  • ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #27ბ, შპს „ავერსის კლინიკა“
  • ქ. თელავი, ვახტანგ სეხნიაშვილის ქ. #3, შპს „ავერსის კლინიკა“

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ბოლო სამი თვის განმავლობაში მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერიცული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია ბოლო 3 წლის განმავლობაში და თითოეულ კლიენტთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება. ამასთან, უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტებს, რომელთაც აქვთ ანალოგიური პროექტის განხორციელების გამოცდილება);
  • ხარჯთაღრიცხვა;
  • შევსებული აფიდავიტი (დანართი №2.);
  • სამუშაოების გრაფიკი - (სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 80 კალენდარული დღის ვადაში;

სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლოა მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება (ამასთან, მოცემული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, გამარჯვებული პრეტენდენტი გამოაცხადოს დისკვალიფიცირებულად და უარი თქვას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე):

  • შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედება 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა - საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები დადასტურებული შესაბამისი ბანკის ბეჭდით;
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, მოეთხოვება წარადგინოს:

  • დამკვეთისათვის მისაღები მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 5%–ის ოდენობით. გარანტიის მოქმედება 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ ვადებში ამავე განცხადებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის ან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად, დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის ზოგადი შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • ღირებულების გადახდის ვადა
  • სამუშაოების შესრულების ვადა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა ატვირთონ ელექტრონული ფორმით შემდეგ ვებსაიტზე: www.etenders.ge, ტენდერის ნომერი: 55819 (შესაბამისი ბმულის გამოყენებით). პროექტი/ნახაზები, განფასება იხ. ზემოაღნიშნულ ვებ. გვერდზე.

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მიღება დაიწყება 2020 წლის 31მარტის 12:00 საათიდან.

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მიღება დასრულდება 2020 წლის 07 აპრილს 15:00 საათზე.

პრეტენდენტთა საყურადღებოდ!

ტენდერი ტარდება ერთი კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს ელეტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით,

პრეტენდენტთა მიერ საბოლოო სატენდერო წინადადებები (საბოლოო ფასები) უნდა იქნეს წარმოდგენილი.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 1 კვირით ან მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში. ასევე, ასეთ შემთხვევაში დამკვეთის მიერ მოთხოვნილი იქნება გარანტიის განაღდებაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან

დისკვალიფიკაციის საფუძველი. წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილული და დამუშავებული იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.

ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა

და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის,

ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან - გია ლებანიძე, ტელ: +995 577969614, ელ. ფოსტა: gia.lebanidze@aversi.ge, გიორგი პაიჭაძე, ტელ: +995 577274776, giorgi.paichadze@aversi.ge;

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა