მზარეულის დამხმარე ბათუმში

ბათუმი, სხვა სრული განაკვეთი სასტუმრო კვარიათი ჰილს
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეულის თანაშემწე

სასტუმრო კვარიათი ჰილს აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით
  • სამზარეულოს/სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა
  • ინგრედიენტების წინასწარ მომზადება
  • სამზარეულოს მარაგების კონტროლი
  • პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი
  • პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და ფუჭებადობის გათვალისწინებით.
  • შესყიდვების განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მარაგების შევსების მიზნით
  • იმუშაოს სასტუმროს სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად
  • ეფექტურად დაგეგმოს საკუთარი სამუშაო გრაფიკი კერძების დროულად მზადყოფნის მიზნით
  • დაემორჩილოს მზარეულის მითითებებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმროში, რესტორანში)


პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული
  • აქტიური
  • პუნქტუალური
  • ოპერატიული
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა
  • დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.



სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კვარიათი.
  • ხელფასი+ბონუსი: შეთანხმებით

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსია ღიაა 30 კალენდარული დღის განმავლობაში.