გერმანული ენის მასწავლებელი

თბილისი სრული განაკვეთი ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: გერმანული, ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უცხო ენების სპეციალისტი

ბრიტანულ-ქართული აკადემია 2020-2021აკადემიური წლისთვის აცხადებს გერმანული ენის მასწავლებლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით და მრავალფეროვან გაკვეთილებში;
  • პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების  აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
  • მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
  • კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა;

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
  • თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების     მიმართ;
  • გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
  • სავალდებულოა გერმანული ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (C1);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2020 წლის 3 ივნისისა. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ „გერმანული ენის მასწავლებელი“.

გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა