წარმოების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ნიკორა
განათლება: საშუალო განათლება
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობის ნედლეულის მიღება, მისი წონის განსაზღვრა და პროგრამაში ასახვა;
  • შესაბამის დანადგართან მუშაობა და ნედლეულის მომზადება წარმოების შემდგომი ეტაპისთვის;
  • მუშაობის პროცესში რეცეპტურის მკაცრად დაცვა;
  • სასწორების გამართულად მუშაობის კონტროლი;
  • ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გადადით მითითებულ ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://213.131.50.62:84/vacancy/0x81200050568a71e611ea95195e63673f?fbclid=IwAR2KWa2v8INPpf4SDPBlWnxWsUbt1KY6iOvlLeXx6LiBiQFP39QG65TLe9A

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 13 ივნისი

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე