ხარისხის  მართვის სამსახურის  ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის თავისუფალი აკადემია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი

ზოგადი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • საერთაშორისო საბიბლიოთეკო სისტემის ცოდნა;

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.

გამოცდილება: საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

ხარისხის მართვის სამსახურში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება;
  • სასწავლო პროცესთან, ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციასთან, ინსტიტუციურ ავტორიზაციასთან და პროგრამულ აკრედიტაციასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების, დადგენილებების, ბრძანებების შემუშავების ორგანიზება და კოორდინირება;
  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატური მონიტორინგის ორგანიზება შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე;
  • საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგის შედეგად რეკომენდაციების შემუშავება საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე;
  • სტუდენტთა, აკადემიური/მოწვეული პერსონალის, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების, ადმინისტრაციის და სხვა ანონიმური გამოკითხვის ჩატარება და შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების წარდგენა საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
  • ავტორიზაციის/აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტაციის მომზადებისა და შეგროვების ორგანიზება;
  • აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის სტანდარტებთან და რეკომენდაციების წარდგენა აკადემიის რექტორისათვის;
  • სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
  • სტუდენტთა კონტინგენტის და აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების და განვითარების მეთოდოლოგიის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
  • ხარისხის მართვის შიდა მექანიზმების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
  • ხარისხის მართვის მექანიზმების შეფასების სისტემის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
  • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების, ასევე მისიის შემუშავების წესების, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა მომსახურების წესის შემუშავება და დასამტკიცებლად აკადემიის რექტორთან წარდგენა;
  • მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის წინამდებარე დებულებით, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის, რექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება (გასაუბრება ჩატარდება online ან მითითებულ მისამართზე).

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2020 წლის 19 მაისიდან 2020 წლის 9 ივნისის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge; tea.tulashvili@freeacademy.edu.ge

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 2 36 91 60