სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის თავისუფალი აკადემია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული

საშტატო რაოდენობა: 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი

ზოგადი უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.

გამოცდილება: იურისტად მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება .

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირება საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
  • აკადემიის რექტორის დავალებით პასუხების მომზადება შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული პასუხებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • წარმომადგენლობა აკადემიის ინტერესების დასაცავად სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
  • აკადემიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • რექტორის სხვა დავალებების შესრულება.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება (გასაუბრება ჩატარდება online ან მითითებულ მისამართზე).

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2020 წლის 19 მაისიდან 2020 წლის 9 ივნისის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: info@freeacademy.edu.ge; tea.tulashvili@freeacademy.edu.ge

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 2 36 91 60