საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ესპანო
ხელფასი: 800
განათლება: საშუალო განათლება
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი

კომპანია „ესპანო“ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით „ესპანური სახლი“. კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს, ესპანური ბრენდების მაღალხასისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს:

უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს,წებო ცემენტებს,ონკანებს,ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ სარემონტო მასალებს.

კომპანია „ესპანო“-ს გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციებზე, ხარისხით შედეგის უზრუნველყოფაზე და მინიმალურ სარეალიზაციო ფასებზე.

კომპანიის სერვისის უპირატესობებია:

მომხმარებლისადმი გულისხმიერი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ყოველთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ. ჩვენი გამოცდილებით და რათქმაუნდა მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით სრულყოფილი , ევროპული დონის კონსულტაცია.

კომპანია "ესპანო" აცხადებს ვაკანსიას მამაკაცებისთვის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.


ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია საშუალო განათლება;
  • საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • კეთილსინდისიერი, დისიპლინირებული, პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • სასურველია ავტო-დამტვირთველის (ე.წ. პაგრუშიკი) მართვის ცოდნა

ფუნქცია-მავალეობები:

  • პროდუქციის მიღება, დასაწყობება და რეალიზაციის შემდგომ კლიენტისთვის გაყიდული საქონლის მიწოდება;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • კომფორტულ,საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.;
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • სამუშაო საათები: 09:20 დან-18:20-მდე.
  • დასვენების დღე კვირა და დამატებით თვეში ერთი დღე სურვილის მიხედვით.

მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124

ანაზღაურება: 800 ლარიდან მზარდი ინდივივიდუალური განვითრების და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ფოტოსურათით: espano2012@gmail.com