სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი ინსპექტორი

თბილისი სრული განაკვეთი ოპტიმალ გრუპ +
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 5 - 7 წლამდე მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი

ოპტიმალ გრუპ + აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი ინსპექტორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“-ის A - ტიპის ინსპექტირების ორგანო არის პირველი ქართული ორგანიზაცია აკრედიტებული სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის” მიერ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით შემდეგ სფეროში:

  • სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის ინსპექტირება;
  • ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ინსპექტირება;
  • ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება;
  • სამშენებლო ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება;
  • სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირება;
  • შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა აქტების ინსპექტირება;

სამუშაოს აღწერა

  • სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ობიექტზე შემოტანილი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
  • ობიექტის საერთო და ყველდღიური ჟურნალის წარმოება;
  • ფარულ სამუშაოთა აქტების შედგენა;
  • ობიექტის შესახებ საბოლოო ანგარიშის შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სავალდებულოა:

  • სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება: ინჟინერ-მშენებელი ან არქიტექტორი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომპეტენტურობა
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარები
  • კარგი კომუნიკაციური უნარები

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით, გასაუბრებისშედეგიდანგამომდინარე

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CVფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: inspectionbody@gmail.com და სათაურის(Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!