დამხმარე დისტრიბუტორი / დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული რძის პროდუქტები
ხელფასი: 700
განათლება: საშუალო განათლება მართვის მოწმობა: B, C
გაყიდვები: დისტრიბუცია

შპს „ქართული რძის პროდუქტები“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე დისტრიბუტორის / დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. თბილისში, მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი. https://goo.gl/maps/7nuh6s5gm1cvmWAi7

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე http://rdzisame.ge/ka

ვაკანტური ადგილების რაოდებობა: 1

განათლება: საშუალო განათლება

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით;

სამუშაო საათები: 06:00 – 14:00 სთ.

ანაზღაურება: 700 ლარი.

ძირითადი მოვალეობები დისტრიბუტორი და დამხამრე დისტრიბუტორი

  • პროდუქტების მიწოდება თბილისის მასშტაბით წინასწარ განასაზღვრულ ობიექტებზე.
  • პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიტანა ლუქის მთლიანობის შენარჩუნებით;
  • სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა დისტრიბუტორის შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • C ან D კატეგორიის მართვის მოწმობა დისტიბუტორის შემთხვევაში.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა, გუნდურობა და დამოუკიდებლად საქმის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • კომპანიის ხარჯზე ერთჯერადად დღიურ კვებას.

თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!