სუ შეფი

თბილისი სრული განაკვეთი კაფეთა ქსელი პიატო
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი „პიატო“ აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

  • ხუთი ფილიალის სამზარეულოს თანამშრომლების მართვა;
  • სამზარეულოში არსებული სტანდარტების დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათ დანერგვის პროცესის ორგანიზება;
  • არსებული მენიუს შესწავლა, დამუშავება და გაფართოების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • შესაკვეთი პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა და შეკვეთის გაკეთება;
  • ჰიგიენურ ნორმების და HACCP-ის სტანდარტის დაცვა;
  • ფილიალების სამზარეულოს თანამშრომლების პროფესიული დონის ამაღლება და სწავლება;

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კალკულაციების შედგენის და კონტროლის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი

განაკვეთი: სრული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადი აღნიშნულ ბმულზე:

http://hr.palitra.ge/vacancy/0xab1e005056a2625311ea645325118d79

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე