მოლარე-ოპერატორი / მოლარე / სარეზერვო თანამშრომელი თბილისსა და მარნეულში

თბილისი, მარნეული სრული განაკვეთი ტერაბანკი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი

სს ,,ტერაბანკი" თბილისში და მარნეულში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია მომხმარებლების კვალიფიციური და მაღალი ხარისხით მომსახურება.

სამუშაო პირობები:

  • სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • თეორიული და პრაქტიკული მომზადება პროფესიონალი ტრენერების მიერ
  • პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ. სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია
  • თეორიული და პრაქტიკული მომზადების შემდგომ:
  • დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად. ანაზღაურება დარიცხული 550 ლარი
  • 24 საათიან რეჟიმში დასაქმების შემთხვევაში - ყოველ გათენებულ ღამეზე დანამატი დარიცხული 25 ლარის ოდენობით
  • ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
  • ბანკში მოლარე-ოპერატორის/მოლარის ვაკანტური პოზიციის წარმოშობისას წარმატებული სარეზერვო თანამშრომელი გადაყვანილი იქნება შტატიან თანამშრომლად.

ძირითადი მოვალეობები:

  • თანხის შეტანა/გატანა
  • სალარე და სავალუტო გადარიცხვების წარმოება
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა
  • ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების შესრულება
  • ფიზიკური პირების ანგარიშის გახსნა
  • კლიენტების საოპერაციო პროდუქტებით მომსახურება
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა

მსურველებს გთხოვთ,  CV   გამოაგზავნოთ მისამართზე: tera.jobs@terabank.ge

CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა 05 ივნისი, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, „subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!