მაღაზიის მენეჯერი ზუგდიდში

ზუგდიდი სრული განაკვეთი ჯიბე ქეშ & ქერი
ხელფასი: 800 +ბონუსი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი

კომპანია ჯიბე Cash & Carry, ზუგდიდის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, კედიას#25

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

საწყისი ანაზღაურება: 800 ლარი (ბონუსი და ანაზღაურების შემდგომი ზრდა, დამოკიდებული იქნება კანდიდატის მიერ განხორციელებულ რეალიზაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბითუმო მომხმარებლების სპეციფიკის განსაზღვრა და მათთვის გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  • კორპორატიულ მომხარებელთან მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის შეთავაზებების შესახებ ინფორმაცის სისტემატიური მიწოდება;
  • რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით მაღაზიისათვის ეფექტური ასორტიმენტის შესაქმნელად;
  • მაღაზიის კვარტალური გეგმების შესრულების პროცესის დაგეგმვა-განხორცილება;
  • ფილიალის საფასო პოლიტიკის მართვა შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • მომხმარებლისათვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება და კონტროლი
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგის ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
  • დებიტორების (არსებობის შემთხვევაში) კონტროლი, ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისათვის;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, შესაბამის განყოფილებებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • 1მაღაზიის უსაფრთხოდ გახსნა/დაკეტვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
  • კომპანიის სამეთვალყურეო და უსაფრთხოების მონიტორინგის ხელმძღვანელთან მჭიდრო კომუნიკაცია შესაბამის საკითხებზე.
  • კომპანიისათვის განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტაციის შენახვისა და მათი ცენტრალური ოფისისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცულობისა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია შესაბამის სფეროში, შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • მართვის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.