გაყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს მელიორაცია
ხელფასი: 1280
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აცხადებს ვაკანსიას კომერციის დეპარტამენტის გაყიდვების სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბილინგის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
  • სერვის-ცენტრებიდან ანგარიშების მიღება, ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილებების ინიცირება;
  • მომხმარებლებისათვის თანხის სწორად და დროულად დარიცხვის, ბაზების სრულყოფისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
  • სერვის-ცენტრების ოპერატორების კოორდინაცია დებიტორების დავალიანების კონტროლის მიზნით და კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება;
  • ბილინგში არსებული მონაცემების დამუშავება, შეცდომების აღმოჩენა და აღმოფხვრა,ანალიზის მომზადება;
  • ტექნიკური ინფორმაციის და ბიზნეს პროცესების ანალიზი;
  • ბიუჯეტის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ინსტრუქციებისა და პროცესების შემუშავებაში მონაწილეობა, სხვადასხვა სახის ანალიტიკური და მმართველობითი ანგარიშების მომზადება მოთხოვნების შესაბამისად;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
  • ხელმძღვანელობისათვის, მოთხოვნისამებრ, სხვადასხვა სახის ანალიტიკური და მმართველობითი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საოპერაციო მართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ანალიტიკური მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • დიდი ზომის მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა - სასურველია.

სხვა მოთხოვნები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-18:00სთ;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • ანაზღაურება: 1,280 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 26.07.2020.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Senior Specialist – Sales”.