კონსტრუქტორი

თბილისი სრული განაკვეთი შენი სახლი ჯიქიაზე
ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
წარმოება/ოპერაციები: კონსტრუქტორი

„შენი სახლი ჯიქიაზე“ აცხადებს ვაკანსიას „კონსტრუქტორის“ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას. ქ.3

სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ. (ორშაბათი-პარასკევი)

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (საინჟინრო, არქიტექტურის პროფილით)
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება კონსტრუქტორის პოზიციაზე
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, ArchiCAD, AutoCAD)
  • სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • შრომისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
  • გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;

ფუნქცია/მოვალეობები:

  • შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
  • კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადება, როგორც ტექსტური ასევე გრაფიკული ნაწილის დამუშავებით;
  • სამშენებლო საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოძიება.
  • საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა კომპანიის მომიჯნავე განყოფილებების სამშენებლო- საინჟინრო საკითხების გადაწყვეტაში.
  • ახალი პროექტების დიზაინის და კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა,
  • მიღებული/დამუშავებული შეკვეთების კალკულაციების შედგენა,
  • მოცულობათა უწყისის შედგენა.

აუცილებელი უნარები:

  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში და ვადებში მუშაობის უნარი.
  • დაკისრებული მოვალეობის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული.

კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • CV – ს განხილვა
  • გასაუბრება

მინიმალური ანაზღაურება 2000 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.jiqiahouse@gmail.com

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 აგვისტო.