ქსელების და კომუნიკაციების სამსახურის უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ,,ქსელების და კომუნიკაციების სამსახურის უმცროსი სპეციალისტის“ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილი ქსელური და სატელეფონო მოწყობილობების ინსტალაცია/კონფიგურაცია/მონიტორინგი;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროფილიდან გამომდინარე;
  • გარე ობიექტებთან ურთიერთჩართვების სტაბილურობის უზრუნველყოფა;
  • უსადენო დაშვების წერტილების ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  • მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირების მოხდენა როგორც დისტანციურად ასევე ადგილზე გასვლით;
  • საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა კომპანიის სხვა ერთეულებისთვის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მიზნით;
  • დოკუმენტაციის და რეპორტების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • სერტიფიკატი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებს 2 წლისა;
  • მცირე და საშუალო ქსელების მოწყობის გამოცდილება;
  • Firewall ტიპის ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელური და VOIP პროტოკოლების კარგად ცოდნა(CCNA დონეზე);
  • ქსელური მოწყობილობების მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სერვერული ოპერაციული სისტემების საფუძვლების ცოდნა;
  • VMware ვირტუალიზაციის საბაზისო ცოდნა ქსელის კუთხით;
  • ქსელის უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა.
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნაც;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2020 წლის 10 აგვისტოსი. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.