გაყიდვების კონსულტანტი ქუთაისში

ქუთაისი სრული განაკვეთი Gtex
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

შპს ,,ჯითექსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

კომპანია ,,ჯითექსი“ 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova, English Home.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
  • სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
  • უზრუნველყოს საქონლის საკმარისი როდენობით არსებობა დარბაზში;
  • უზრუნველყოს მაღაზიასა და საწყობში არსებული საქონლის სისუფთავე და სავაჭრო სახის შენარჩუნება;
  • უზრუნველყოს საწყობში საქონლის დალაგება კოდებისა და ზომების მიხედვით;
  • გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

  • სასურველია მომსახურების სფეროში (ტექსტილის მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (უცხოელ მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით)

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

  • ერთმანეთის მხარდაჭერა;
  • ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
  • სიახლეებისადმი ღიაობა;
  • იდეების/ინიციატივების ღიად გაზიარება;
  • მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
  • სტაჟირების ვადა: 5 დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge არაუგვიანეს 2020 წლის 15 აგვისტო

ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება:: ,,გაყიდვების კონსულტანტი “

წარმატებებს გისურვებთთ!