უფროსი აუდიტორი

თბილისი სრული განაკვეთი ალგი აუდიტი
ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი

კომპანია ''ალგი აუდიტი'' აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • აუდიტის მენეჯერისა და მმართველი პარტნიორის ხელმძღვანელობით აუდიტის პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება;
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად აუდიტის პროცესის წარმართვა;
  • აუდიტის მენეჯერის ყოველდღიური ინფორმირება აუდიტის მიმდინარეობის სტატუსის შესახებ;
  • აუდიტის გუნდთან კომუნიკაცია და დავალებების დელეგირება;
  • უმცროსი გუნდის წევრებისთვის ტრენინგის ჩატარება და მომზადება
  • ურთიერთობა ახალ და არსებულ კლიენტებთან.
  • აუდიტის პროექტის დოკუმენტირება და ფაილინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
  • ACCA-ის II დონის სერტიფიკატის ფლობა უპირატესობად ჩაითვლება
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel);
  • ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა.

დამატებითი პირობები:

  • კონკურენტუნარიანი და მზარდი ანაზღაურება.
  • კომფორტული სამუშაო გარემო და პირობები.
  • 8 საათიანი სამუშაო დღე, შაბათ - კვირის გარდა.
  • ანაზღაურება 2000 ლარიდან (განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „უფროსი აუდიტორი“

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!