საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ , რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.



ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა–დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • საწყობში პროდუქციის შემოსვლის/გასვლის, გადაცემის დანიშნულების მიხედვით ან შენახვისთვის საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოების უზრუნველყოფა;
  • საწყობის მუშაობის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული ტანამშრომლების მართვა;
  • პროდუქციის მიღება/ მითვლა/ საბუთებთან შედარება და პროგრამულად აღრიცხვა;
  • გაცემული/გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა, ხელმოწერილი საბუთების შენახვა;
  • პროდუქციის შენახვისა და საწყობიდან გაშვების პროცედურების სწორად განხორციელების კონტროლი;
  • საწყობში პროდუქციის სტელაჟებზე სწორად გადანაწილება/განლაგების კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი, კომპანიის მენეჯმენტის გადაწვეტილებით განსაზღვრული პერიოდიკის გათვალისწინებით;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !