მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ , რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM


შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური ბაზრის ანალიზი და საჭიროებების განსაზღვრა;
  • სავაჭრო წერტილებზე წარმოდგენილი მარკეტინგული მოწყობილობების ეფექტური გამოყენებისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება;
  • კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
  • საპრეზენტაციო მასალების, სოციალური მედიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
  • მომხმარებლების ქცევის, განწყობის ანალიზი და მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად მორგება;
  • სარეკლამო აქტივობების განხორციელება და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
  • მომსახურებაზე სხვადასხვა ტიპის კვლევების ჩატარება;
  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
  • გამოფენებისთვის ან სხვა ღონისძიებებისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და მათ პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
  • PR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მარკეტინგის სამსახურის ბიუჯეტის განსაზღვრა;
  • სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროგრამა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;


თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !