მაღაზიის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ლემონ სთორი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი

კომპანია "ლემონ სთორი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
  • სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.lemonstory@gmail.com

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!