ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი მედკაპიტალი
სამედიცინო: მედდა

შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების რიგის მართვა;
  • ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
  • ექიმის მიერ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ გამოკვლევებისთვის და ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციაზე გაცემული მიმართვის გამოწერა;
  • ექიმისთვის სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების მოძიება;
  • პაციენტის ისტორიისა და კურსუსის უშეცდომო შევსება ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
  • ექიმის მითითებით პაციენტებთან დაკავშირება დაავადებაზე მეთვალყურეობის მიზნით;
  • ექიმის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ექთნად მუშაობის გამოცდილება
  • საშუალო სპეციალიზირებული, ექთნის კვალიფიკაციით (სამედიცინო დაწესებულების სტუდენტები არ განიხილება)
  • სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: office@medcap.ge 2020 წლის 24 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება; რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.