შეფ-მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი რესტორანი SAINVIE
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული

შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლობის რესტორანი "SAINVIE” აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.



ძირითადი მოთხოვნილებები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სამზარეულოში ყოველდღიური მიმდინარე პროცესების ორგანიზება და მართვა;
  • მენიუს მომზადება, კერძების მოდიფიკაცია/განახლება;
  • კერძების კალკულაციის შესწავლა და დროდადრო განახლება;
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრონციპების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ინვენტარის მართვაზე;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კვების ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა და დანადგარებთან მუშაობისას უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ასევე სამსახურში პროფესიული და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება;
  • კლიენტებთან ურთიერთობის უნარი;
  • პროდუქციის იერსახის , ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი.



ძირითადი მოვალეობები:

  • გაუწიოს კონტროლი დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს;
  • დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, არსებული სტანდარტები, სანიტარული მოთხოვნები და პირადი ჰიგიენა;
  • ქართული და უცხოური კერძების მომზადება;
  • შეამოწმოს პროდუქტების ხარისხი, მარაგი, მკაცრად გააკონტროლოს კერძის მომზადების ტექნოლოგია;
  • კადრების ცვლის გადაბარებისას შეუმოწმოს სამუშაოების გადაბარება სრულდება თუ არა დადგენილი ნორმების მიხედვით.



სამუშაო გრაფიკი: სრული

ხელფასი: 2500 ლარიდან



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@sainvie.ge,