პირადი მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: პირადი მძღოლი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • ძვირადღღირებული ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია ;

ფუქნცია-მოვალეობები:

  • მგზავრთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებაზე ზრუნვა;
  • ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • თბილისის ქუჩების ცოდნა;
  • კომპანიის კორპორატიული კულტურის შესაბამისი ჩაცმის წესების დაცვა;
  • ავტომობილში ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,პირადი მძღოლი“.


კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2020 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!