შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ინდექს ჯგუფი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი

INDEX აცხადებს ვაკანსიას „შოურუმის გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე.

 შპს INDEX GROUP დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს ევროპის საუკეთესო და წამყვან ბრენდებს. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა (ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები). 

საკვალიფიკაფიო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა: როგორც მეტყველება, ასევე წერა;
  • მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება;
  • პრეზენტაციისა, კონსულტაციის გაწევის და ინფორმაციის სწორი მიწოდების უნარი.
  • დარწმუნების უნარი.
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დიზაინის, ინტერიერის, ავეჯის და განათების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრივილეგიად.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • სასიამოვნო, კრეატიული გარეგნობა;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
  • კომუნიკაბელური და კოლეგიალური
  • განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პროექტების გამართულად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უშუალოდ  კლიენტებთან მუშაობა.
  • კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება, კონსულტაციის გაწევა.
  • შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და მათი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა-ცოდნა;
  • მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა;
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება, მომზადება და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება; პროექტის სრული მართვა.

სამუშაო პირობები:

  • ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კაპიტალით.
  • უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს; მზარდ ანაზღაურებას;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა;
  • სამუშაო გრაფიკი - სრული.
  • კომფორტული სამუშაო გარემო; აქტიური ახალგაზრდა კოლექტივი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge

სავალდებულოა: რეზიუმე უნდა იყოს ფოტოსურათით (!).

"Subject"-ში მიუთითეთ: "შოურუმის გაყიდვების მენეჯერის” პოზიცია (!).