სპეციალისტი ელექტროენერგიით ვაჭრობის დეპარტამენტში

თბილისი სრული განაკვეთი Georgian Global Utilities
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)

Georgian Global Utilities მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსი ერთ-ერთ შვილობილ, საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანიაში სპეციალისტის პოზიციაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დეპარტამენტში

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • ურთიერთობა პოტენციურ მყიდველებთან/გამყიდველებთან;
  • ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან/სტრუქტურებთან ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ელექტროენერგიით ყოველსაათობრივ ვაჭრობაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, აქტიური ჩართულობა გარდამავალ პროცესში;
  • ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებულ სავაჭრო პლატფორმებზე მუშაობა. პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების წინადადებების ინიცირება;
  • მუდმივი ინფორმირებულობა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ;
  • მონაწილეობა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნების მომზადება და განხილვა. ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • ელექტროენერგიის გამომუშავების/მოხმარების აქტების მომზადება, მონაცემების კონტროლი და შესაბამის პორტალზე ატვირთვა;
  • ტექნიკური ჯგუფის მიერ მოწოდებული აღრიცხვის კვანძების და მრიცხველების შემოწმების/შეცვლის აქტების დამუშავება, ანალიზი და საანგარიშსწორებო მონაცემებში ასახვა;
  • საანგარიშსწორებო ბაზების წარმოება საანგარიშო პერიოდების მიხედვით და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება;
  • საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის მომზადება, დამოწმებისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, დახარისხება/შენახვა;
  • საპროგნოზო და ფაქტიური მონაცემების შეგროვება, შედარება, ბაზების მუდმივი კონტროლი;
  • კორესპონდენციის მართვა;
  • მონაწილეობა მიმდინარე პროექტების მართვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ენერგეტიკის განხრით;
  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის ან ფინანსების განხრით;
  • რეპორტების და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სამუშაოების დაგეგმვის, კოორდინაციის და კონტროლის უნარი;
  • მკაცრ დედლაინებში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@ggu.ge არა უგვიანეს 2021 წლის 12 მარტისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ „საქართველოს ენერგიით ვაჭრობის კომპანიამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.