HH Recruitment (www.HH.ge) აცხადებს შერჩევას მარკეტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ერთ-ერთი დეველოპერული კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
- მარკეტინგული კომუნიკაციების არხების განსაზღვრა და განვითარება;
- ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
- ბაზრის მოთხოვნის ინდენტიფიკაცია, შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება და ორგანიზება;
- მომხმარებლის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა;
- სარეკლამო მასალის დაკვეთა და შესყიდვა;
- ონლაინ მარკეტინგის დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
- ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
- გაყიდვების მხარდაჭერა, აქციების დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება;
- კონკურენტების ანალიზი;
- შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
- სამოქმედო გეგმებზე და შესრულებულ სამუშაოზე ყოველთიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
- პირდაპირი კომუნიკაცია ტოპ მყიდველებთან;
- სააქციო წლიური ბიუჯეტების კონტროლი - TRP ბიუჯეტები.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის, უფროსი სპეციალისტის ან სპეციალისტის პოზიციაზე უძრავი ქონების ინდუსტრიიდან;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას ‘’Send CV“ ღილაკზე დაჭერით.