ბარისტა-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Boncafe Tbilisi
ხელფასი: 600
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა

ფრანგული კაფე-საცხობი "ბონკაფე" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.

https://www.facebook.com/boncafetbilisi
https://www.instagram.com/boncafetbilisi/

გრაფიკი: 08:00-15:10 ან 15:00-22:10
დასვენება: კვირაში 1 დღე
ანაზღაურება: 600 ლარი.
მისამართი: ნეკერჩხლის ქ. 2 (მწვანე ქალაქი ლისზე)

https://www.google.com/maps/dir/41.7267712, 44.7414272/41.7398058, 44.753697/@41.7324833, 44.7301461, 14z/data=!3m1!4b1!4m4!4m3!1m1!4e1!1m0

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.


ძირითადი მოვალეობები:

  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
  • დეტალური ინფორმაციის ფლობა მენიუს სრულ შემადგენლობაზე;
  • მომხმარებლისთვის პროდუქტების შეთავაზებების გაკეთება;
  • ობიექტზე მიმდინარე სალარო ოპერაციების შესრულება;
  • სამუშაო ზონაში სისუფთავის და სანიტარული ნორმების დაცვა.


პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ენერგიული, პოზიტიური, მოწესრიგებული, პუნქტუალური, გუნდური მუშაობის უნარის მქონე.

სასურველია კანდიდატი იყოს მავნე ჩვევების გარეშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე boncafetbilisi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.