ზუმფარით მხეხავი

თბილისი სრული განაკვეთი ელთიბი
წარმოება/ოპერაციები: აწყობა/ხაზი/ინჟინერი, ხაზის ოპერატორი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ზუმფარით მხეხავის (მშკურკავი) პოზიციაზე სამღებრო საწარმოში.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთის მიღება და დახარისხება;
  • დადგენილი სტანდარტის შესაბამისად დასამუშავებელი მასალის დაზუმფარება.


კომპეტენციები:

  • პროდუქტიულობა;
  • ხარისხზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობა.


საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ზუმფარით მხეხავი".

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!