HR პროექტების ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი, HR სპეციალისტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR პროექტების ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
  • საბუთების შენახვა, განახლება, აღრიცხვა
  • მონაცემთა ბაზების წარმოება, კონტროლი, განახლება
  • სახელფასო ფაილების მომზადება
  • სხვადასხვა ტიპის ხარჯების ადმინისტრირება
  • სხვადასვა ტიპის რეპორტების მომზადება
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება
  • თანამშრომლებთან კომუნიკაცია
  • კადრების შერჩევის პროცესის ადმინისტრირება საჭიროების შემთხვევაში

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია სულ მცირე 6 თვემდე სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრირების მიმართულებით
  • ქართული ენა - მშობლიური. ინგლისური ენა - სრულყოფილად. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ რუსულ ენასაც.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS. Office)

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი
  • შრომისმოყვარე

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: project1@hr.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 13 ივნისი.

გისურვებთ წარმატებებს!