წარმოების უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ფაბრიკონი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
წარმოება/ოპერაციები: წარმოების/ქარხნის მართვა, სამშენებლო მასალების წარმოება

მოწინავე ქართული კომპანია „ფაბრიკონი“ მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე,

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს,

ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით,

ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს,

ფაბრიკონი თავის გუნდში ეძებს კანდიდატს წარმოების უფროსის პოზიციაზე,

შესასრულებელი სამუშაო,

  • საწარმოო პროცესის კონტროლი ყველა მონაკვეთზე,
  • ხელოსნებს შორის სამუშაოს ეფექტური გადანაწილება,
  • საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხობრივი კონტროლი,
  • შუალედური ნაწარმი პროდუქციის ხარისხის კონტროლი,
  • მიღებული შეკვეთების წარმოება, მოცემული ვადის და მოდიფიკაციის მიხედვით,
  • მიღებული შეკვეთებისთვის ოპტიმალური ნედლეულის შერჩევა და წარმოებაში ჩაშვება,
  • ტექნოლოგიური პროცესების რევიზია,
  • ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა,
  • მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი,
  • ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი,

სამუშაო უნარ ჩვევები:

  • წარმოებაში დასაქმებული ხელოსნების გუნდის მართვის უნარი,
  • ანალიტიკური აზროვნება,
  • სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღება,
  • საწარმოო დანადგარების ექსპლუატაციის გამოცდილება,
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, (Excel, Word, Mail Client),
  • კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი,

პიროვნული თვისებები:

  • შრომის მოყვარე,
  • შედეგზე ორიენტაცია,
  • პუნქტუალური,
  • დისციპლინირებული,
  • სწრაფი,
  • კეთილსინდისიერი,
  • ხელმარჯვე,

ჩვენს რას გთავაზობთ:

  • მეგობრულ გუნდი,
  • კონკურენტული ანაზღაურება,
  • განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო,

ადმინისტარციული დეტალები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 09:00 - 18:00 (შესვენება 15:00-16:00)
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N8

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ,

  • გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე hr@fabricon.ge
  • დაგვირეკეთ მობ +995 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099