სუ შეფი

თბილისი სრული განაკვეთი Vis Kitchen
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული, მზარეული

სწრაფი კვების ობიექტი ვიზ ქიჩენი ეძებს კანდიდატს, სუ შეფის პოზიციაზე.

კვების ობიექტს აქვს ერთი ფიზიკური ობიექტი და მუშაობენ სრულად ონლაინ მიწოდებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, სამზარეულოს თანამშრომლების მუშაობის კონტროლი
  • სამზარეულოში, ისეთი ყოველდღიური მიმდინარე პროცესების მართვა და ორგანიზება როგორიცაა: ინვენტარიზაცია, შეკვეთების და მარაგების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვის წარმოება
  • კვების ჰიგიენის, სანიტარიის, ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვა
  • ახალი რეცეპტების შემუშავება და მენიუში შეტანა
  • კერძის თვითღირებულების კონტროლი და დანაკარგის შემცირება
  • მიწოდებული პროდუქციის ხარისხის, შენახვის ვადების და რაოდენობის კონტროლი
  • პერსონალის მართვა, სამზარეულოში მაღალი დონის დისციპლინის შენარჩუნება, დავალებების და მიმართულებების სწორად გადანაწილება

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია საშუალო განათლება
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამზარეულოს მართვის კუთხით.
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
  • კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას ელექტრონულ მისამართზე - viskitchen.hr@gmail.com

გისურვებთ წარმატებას