ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვიინეობა“ შვილობილი კომპანია შპს „კატევე დეველოპმენტისთვის“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Fidelio, outlook, excel.

ფუნქცია–მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა;
  • უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ.
  • ანგარიშვალდებულია უშუალო მენეჯერის წინაშე

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • კრეატიულობა
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 09 ივლისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ადმინისტრატორი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!