CNC დანადგარის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ფაბრიკონი
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: 1 - 2 წლამდე მართვის მოწმობა: B
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება

მოწინავე ქართული კომპანია „ფაბრიკონი“ მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე,

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს,

ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით,

ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს,

ფაბრიკონი თავის გუნდში ეძებს კანდიდატს CNC დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე

შესასრულებელი სამუშაო:

  • მეტალის საღუნი დანადგარის ოპერირება,
  • ნახაზების მიხედვით სხვადასხვა სისქის მეტალის დეტალების სწორი ღუნვა,

სამუშაო უნარ ჩვევები:

  • მეტალის საღუნ დანადგართან მუშაობის გამოცდილება,
  • აუცილებელია კარგი არითმეტიკული უნარების ფლობა,
  • ნახაზების კითხვა, სასურველია დამაკმაყოფილებელ დონეზე,
  • სასურველია QCAD პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება,

პიროვნული თვისებები:

  • შრომის მოყვარე,
  • პუნქტუალური,
  • დისციპლინირებული,
  • სწრაფი,
  • კეთილსინდისიერი,
  • ხელმარჯვე,

ჩვენს რას გთავაზობთ:

  • მეგობრულ გუნდი,
  • კონკურენტული ანაზღაურება,
  • განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო,

ადმინისტარციული დეტალები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 09:00 - 18:00 (შესვენება 15:00-16:00)
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N8

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ,

  • გამოაგზავნეთ თქვენი CV. hr@fabricon.ge
  • დაგვირეკეთ მობ +995 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099