სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი / ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი Krtsanisi Villa Residence
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი, უბნის ზედამხედველი/პრარაბი

კრწანისი რესორტ რეზიდენსი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის (ინჟინერის) პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების სისტემატიური კონტროლი და ზედამხედველობა, მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პროექტებიში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
  • პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება;
  • ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შედარებითი ანგარიშების მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შეფასება;
  • სამშენებლო სამუშაოების დადგენილ ვადებში, შესაბამისი ხარისხით და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა;
  • ფარული სამუშაობის აქტების, დასრულებული ყოველი ეტაპის სამუშაოების და მშენებლობის პროცესის ფოტოგრაფიული დოკუმენტაციის მომზადება და ანგარიშის სახით წარდგენა;
  • დეფექტებზე დროული რეაგირება და მისი გამოსწორების კონტროლი;
  • დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება რკინაბეტონის სამშაოებზე;
  • გამოცდილება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში;
  • უმაღლესი განათლება (მშენებელ ინჟინერის განხრით);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD);
  • სასურველია რუსული და/ ან ინგლისური ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vrmanagement@krtsanisivilla.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი (ინჟინერი)

გისურვებთ ჯამრთელობას !