ქსელის  მომწყობი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „ სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ქსელის მომწყობის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი


სამუშაო აღწერილობა:

  • აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება და მონტაჟი;
  • კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
  • აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

  • ტექნიკური განათლება(სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის,ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
  • აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობის ფლობა/მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია მსუბუქი ავტომანქანის ფლობა
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
  • დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2021 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა