დღის მოლარე/ხაზის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
ხელფასი: 525 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას დღის მოლარის/ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!

ანაზღაურება: 525 ლარიდან + ბონუსები

შენიშვნა: მსგავს სფეროში (საცალო გაყიდვები) 3 წელზე მეტი სტაჟის მქონე კანდიდატისთვის - 625 ლარიდან + ბონუსები


დღის მოლარის მოვალეობები:

  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სალარო ოპერაციების გამართულად და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად წარმოება;
  • მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

ხაზის კონსულტანტის მოვალეობები:

  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
  • კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
  • კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;


თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 571442424; +995 557327274.

გისურვებთ წარმატებებს!

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ტელ: + 995 32 2 907 907