დასუფთავების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო KMM
ხელფასი: 700
დასუფთავება: დამლაგებელი

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე:

ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 3

მოვალეობები:

  • მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში (საზოგადო ადგილები, სამრეცხაო, სასტუმროს ოთახები, უნიფორმების ოთახი) სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
  • ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო ინვენტარით სარგებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა

მოთხოვნები:

  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი, არა კონფლიქტური

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს
  • კვებით უზრუნველყოფას

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შეს., მეფსალმუნე დავით მეფის ქ. № 10
ანაზღაურება: 700 ₾ ფიქსირებული


სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო საათები - ცვლები 09:00 - 18:00; 11:00-20:00
  • სამუშაო დღეები - კვირაში 6 დღე (1 დღე დასვენება)


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge

წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დასუფთავების თანამშრომელი"

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 (555) 74 71 86.