მიმღები ზონის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი გორგია
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ აცხადებს ვაკანსიას მიმღები ზონის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს , ჩვენთან დაგხვდება:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
  • მეგობრული სამუშაო გარემო;

ფუნქცია- მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება-მითვლა;
  • პროდუქციის ზედნადებთან დადარება;
  • პროდუქციის გამზადება მარკეტში განსათავსებლად;
  • პროდუქციის აგროვება და მომხმარებელთან გაგზავნა;
  • პროდუქციის დასტიკერება;
  • მარაგების პროგრამულად ასახვა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;


ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  • გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
  • შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  • მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  • შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/



გისურვებთ წარმატებას!