კარტრიჯების მონტაჟის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჩემი ოფისი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება

კომპანია „My Office”-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს სპეციალისტების შერჩევას კარტრიჯების მონტაჟის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP,CANON, XEROX. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

კომპანია აძლევს კანდიდატებს საშუალებას შეისწავლონ პერსპექტიული პროფესია ადგილზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ტექნიკის მიმართ ინტერესი;
  • ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
  • კომპიუტერთან ურთიერთობის უნარი მომხმარებლის დონეზე;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ მარტივად ურთიერთობთ ტექნიკასთან, მაშინ მოგვმართეთ, შესაძლებელია ადგილზე შესწავლა.

უპირატესობად ჩაითვლება ტექნიკური განათლება, ასევე თუ კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს დიღომში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 579 02 08 34 ან გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება დამუხტვის სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.