სატელეკომუნაკაციო ქსელის გაგრილების სისტემებისა და ენერგოუზრუნველყოფის ჯგუფის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „ სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სატელეკომუნაკაციო ქსელის გაგრილების სისტემებისა და ენერგოუზრუნველყოფის ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე ქ.თბილისში

სამუშაოს აღწერილობა:

  • პროგრამა CRM-ში მუშაობა;
  • თანამშრომელთა დასწრების ტაბელის წარმოება;
  • სასამსახურე ავტომანქანებით მოსარგებლე თანამშრომლების/ბრიგადების კონტროლი/ინფორმაციის ყოველდღიურად ასახვა ექსელის ფაილში თუ რომელი ავტომანქანით ისარგებლა კონკრეტულმა თანამშრომელმა და გახარჯული საწვავის აღრიცხვა/კონტროლი;
  • დავალებების შესრულებაზე დახარჯული დროის კონტროლის მიზნით, სამუშაოდ გასული ჯგუფების მიერ სამუშაოს დაწყება-დასრულების შესახებ ინფორმაციის მიღება და ექსელის ფაილში აღრიცხვა;
  • განყოფილების უფროსის/ქვეგანყოფილების უფროსის დელეგირებით HR SOFT-პროგრამაში პროცესების მართვა(საწვავის დანამატის, დროის აღრიცხვის, შვებულებების და ბიულეტენების ინიცირება იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც წვდომა არ აქვთ კომპიუტერთან);
  • თბილისის საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილების მიერ შესრულებული სამუშოების დოკუმენტაციის დაკომპლექტება (მიღება-ჩაბარების აქტები, განწესი და სხვა) დახარისხება და შესაბამის რგოლთან გადაგზავნა;
  • ჯგუფის უფროსების მიერ წარმოდგენილი გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების გადაგზავნა კონტრაქტორი კომპანიის შესაბამის სამსახურებთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით არატექნიკური შინაარსის კორესპონდენციის მართვა/ წერილების პროექტების მომზადება;
  • განყოფილების ფარგლებში ჩატარებული თათბირების/შეხვედრების ოქმის შედგენა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის სერვერზე ატვირთვა;
  • განყოფილებისათვის საჭირო სახარჯი მასალებით, ასევე საკანცელარიო მასალით უზრუნველყოფა, მოთხოვნის ფორმის მომზადება/გადაგზავნა შესაბამის სამსახურთან;
  • თანამშრომლის მიერ გატანილი მასალის ზედნადებების აღრიცხვა და სერვერზე ატვირთვა;
  • თანამშრომლის მიერ წინა დღეს შესრულებული სამუშაოების შესახებ განწესის სერვერზე ატვირთვა;
  • განყოფილების მასშტაბით მიღება-ჩაბარების აქტების და მპპ ნაშთების მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, ოპერატორის კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო უფროსის დავალების შესრულება არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
  • სახელმძღვანელო დოკუმენტაციის გაცნობა და მასში ასახული ინსტუქციების და ნორმების დაცვის ვალდებულება;
  • ამ თანამდებობრივი ინსტრუქციით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft office)
  • სასურველია სპეც.პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვის ცოდნა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2022 წლის 14 ივლისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.