თიბისი ბანკი აცხადებს შერჩევას მოლარე ოპერატორის / ლომბარდის შემფასებლის პოზიციაზე ვალუტოს ქსელისთვის გარდაბანის , ბოლნისის, მარნეულის რეგიონში.
ძირითადი მოვალეობები :
- კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციურ მომსახურება
- კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
- უზრუნველყოფის შეფასება;
- ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
- მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
- კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
- სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
- ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
- სწრაფი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
- კონვერტაციების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება საბანკო, მიკრო საფინანსო, ლომბარდისა და მომსახურების სფეროში;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი 10-11 მორიგეობა ღამის ცვლაში, 3-4 მორიგეობა დღის ცვლაში;
- ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსი;
- დაზღვევა
კომპანია გთავაზობთ
- ანაზღაურებად გადამზადების დისტაცნიურ ტრენინგებს, ან/და ტრენინგებს უახლოს ფილიალებში;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოეხმაუროთ ვაკანსიას მეილზე : recruitment.tbcbank@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 044 554