თიბისი ბანკი აცხადებს შერჩევას მოლარე-ოპერატორის / ლომბარდის შემფასებლის პოზიციაზე ვალუტოს ფილიალებში ქ. ქუთაისში
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურებისა და ტარიფების გაცნობა;
- უზრუნველყოფის შეფასება;
- ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
- მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
- კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
- სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად, ან შესაბამისად, ნაწილობრივ დაბრუნება;
- ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
- სწრაფი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
- კონვერტაციების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება საბანკო, მიკრო საფინანსო, ლომბარდისა და მომსახურების სფეროში;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განაკვეთი- 10-11 მორიგეობა ღამის ცვლაში, 3-4 მორიგეობა დღის ცვლაში;
- ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსი;
- დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოეხმაუროთ ვაკანსიას მეილზე : recruitment.tbcbank@gmail.com
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:+995 577 24 73 03