პრობლემური აქტივების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ტრიბა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს „ტრიბა“, რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი.

შპს „ტრიბა“ აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

  • პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
  • პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
  • ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
  • პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში: გაყიდვები, ქოლცენტრი, საბანკო, იურიდიული.

სამუშაო საათები:

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან -18:00-მდე
  • შაბათს 10:00დან -14 :00მდე.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: hr@triba.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და რეგიონი სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი კანდიდატურა.