გაყიდვების კონსულტანტი

ქუთაისი სრული განაკვეთი კომლენდი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი

კომლენდი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში ქუთაისში

მოვალეობები:

  • დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
  • გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
  • ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
  • შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
  • შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
  • გასცეს გაყიდული საქონელი;
  • საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
  • მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.
  • მომხმარებელს მოემსახუროს პროფესიონალურათ , ეფექტურათ და თავაზიანათ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე);
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი ;
  • უცხო ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • გამართული , დამაჯერებელი მეტყველების უნარი (აუცილებელია);
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პედანტურობა;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • მოტივაცია, ორგანიზებულობა და ენერგიულობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი; კვირაში 6 დღე , დღეში 8 საათი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: comland999@gmail.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!