ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან . ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე გაყიდვების დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
- სასაქონლო ზედნადების კორექტირება 1C პროგრამაში
- ახალი ობიექტების დამატება 1C პროგრამაში
- შესაბამისი დოკუმენტბრუნვის წარმოება
- სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული და ტექნიკური უნარები;
- სასურველია 1C პროგრამში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
- Microsoft Office-ის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "ოპერატორი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.