მძღოლებთან ურთიერთობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვიდ ფორ თრეველი
ხელფასი: 1200 +ბონუსი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: ტურიზმი(ზოგადი)

ვიდ ჯგუფი 2018 წლიდან ოპერირებს ტურისტულ ბაზარზე. კომპანია არის შემომყვანი ტურ ოპერატორი საქართველოში, რომლის სამოქმედო მარკეტს წარმოადგენს გალფის აუზის ქვეყნები, ძირითადად საუდის არაბეთი.
კომპანია ეძებს მძღოლებთან ურთიერთობის მენეჯერს.

ანაზღაურება: ₾1200 + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მძღოლებისთვის ტურის დეტალებისა და ანაზღაურების გაცნობა;
  • ზარებზე პასუხი.
  • მიმდინარე ტურების მონიტორინგი.
  • მობილურ პროვაიდერებთან კომუნიკაცია.
  • საჭიროების შემთხვევაში, ოფისის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
  • ორგანიზებული, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი.

ჩვენ გთავაზობთ ხანგრძლივ თანამშრომლობას , მოქნილ გრაფიკს, ჯანმრთელობის დაზღვევას, კეთილგანწყობილ გარემოს და სტაბილურ შემოსავალს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@vidfortravel.com.