მითერი

თბილისი სრული განაკვეთი მეამა
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: რეცეფციონისტი

მეამაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, მითერის პოზიციაზე.

"მეამა" არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ დაკომპლექტებული გუნდის ხელმძღვანელობით.

ამ პოზიციიის ძირითადი მოვალეობებია:

  • საწარმოს სტუმრების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • საწარმოს ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაცია;
  • წერილების მიღება და ადრესატისთვის გადაცემა;

ამ პოზიციისთვის ძირითადი მოთხოვნებია:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა ( B1 )

ჩვენ გთავაზობთ:

  • გემრიელ და არომატულ ყავას
  • კვებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ხელფასი ( ფიქსირებული )
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40სთ

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - მითერი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!