ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Agro Food Trade
ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

,,აგრო ფუდ ტრეიდი'' - სავაჭრო სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქართული და იმპორტირებული სოფლის მეურნეობის, წონის კატეგორიისა და დაფასოებული/ბრენდირებული პროდუქციის მიწოდებას, ქვეყანაში არსებული ყველა ქსელური სუპერმარკეტებისათვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია 150-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ჩირეული, თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, რომელთა განთავსება ხდება თანამედროვე და პრაქტიკულ ინვენტართან ერთად, საიდანაც ხდება პროდუქციის უშუალო რეალიზაცია. იმპორტისა და ადგილობრივი შესყიდვების ქსელი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია, დღეისათვის კომპანია თანამშრომლობს 20 მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოსთან და 25 ადგილობრივ მსხვილ ფერმერთან.

ბრენდები: აგროფაი, სასარგებლო პროდუქტი, აგრობოქსი, ჩემი მარაგი, ხომლი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, ლიდერფუდი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მეინ მარტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი, ჯიპისი და სხვა.

აგრო ფუდ ტრეიდი - ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://www.facebook.com/agrofoodtrade/)

კომპანია AGRO FOOD TRADE აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, მიღებული შეკვეთების ამობეჭდვა;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, შეკვეთების გააქტიურება;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, მიღებული დაბრუნებების პროგრამული დაშლა;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, პროგრამული ნაშთის კონტროლი;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, ზედამხვედველობა შესყიდული/დაბრუნებული/გაუქმებული დოკუმენტაციის და შესაბამისი სტრუქტურებისათვის მიწოდება;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი წესისა და სტანდარტის შესაბამისად, დაფასოებული პროდუქციის წარმოება;

პიროვნული თვისებები:

  • ლიდერობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;

სამუშაო პირობები

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@agrofoodtrade.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.